undefined

ადამიანი, რომელმაც დისნეილენდის პირველი ბილეთი იყიდა, ამ ბილეთით დღემდე სარგებლობს

boredpanda

დეივ მაკფერსონი, 1955 წლის ივლისში კოლეჯის სტუდენტი იყო და დისნეილენდის პირველი ბილეთი სწორედ მან იყიდა. ატრაქციონების პარკის გახსნის დღეს,  მაკფერსონი იყო პირველი ადამიანი, რომელიც შიგნით შევიდა, ვარსკვლავებისა და მოპატიჟებული სტუმრების შემდეგ. 


ფოტო: boredpanda

მაკფერსონმა გადაწყვიტა, რომ რიგში პირველი უნდა დამდგარიყო და რიგი გახსნის დღის წინა ღამით, ორ საათზე დაიკავა.

მანამდე კი 10 მილი მოტოციკლეტით გაიარა

მიუხედავად იმისა, რომ 1955 წელს ნაყიდი ბილეთის ქვითარს აწერია, რომ ის მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, როგორც პირველ სტუმარს, მას ცხოვრების ბოლომდე ამ ბილეთით სარგებლობის უფლება მიეცა


ფოტო: boredpanda

და დეივ მაკფერსონიც დისნეილენდს ყოველ წელს სტუმრობს


ფოტო: boredpanda

გახსნის დღეს დეივმა თვით უოლტ დისნეიც ნახა და ამბობს, რომ ეს წუთები მთელი ცხოვრება ემახსოვრება


ფოტო: boredpanda


ფოტო: boredpanda


ფოტო: boredpanda

კომენტარები