კორონავირუსი

გახარია: შეიძლება, სააღდგომოდ მსხვილ ქალაქებში სასაფლაოები დავხუროთ, 1-2 დღეში გადავწყვეტთ

ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული იმ დინამიკასთან ვირუსის გავრცელების, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებს ჩვენ მივიღებთ უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

კომენტარები