საინფიცირებული სასულიერო პირი

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინკაში მკურნალობს

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, სასულიერო პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ კლინიკაშია მოთავსებული.

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრიც. სოლოღაშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ვის ვისგან გადაედო ვირუსი. მისივე თქმით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სასულიერო პირთან დადასტურებულია კორონავირუსის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლი", - ამბობს სოლოღაშვილი.

საუბარია თბილისის ეკლესიის ერთერთ მღვდელმსახურზე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მისი და, რომელიც ასევე ინფიცირებულია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები