აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბერნი სანდერსმა მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენის კანდიდატურას

ვერმონტის სენატორმა, ბერნი სანდერსმა, მის აწ უკვე ყოფილ კონკურენეტს, ჯო ბაიდენს, ოფიციალურად დაუჭირა მხარი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის. 

"მე მოვუწოდებ თითოეულ ამერიკელს, თითოეულ დემოკრატს, ასევე უპარტიო მოქალაქეებს და ბევრ რესპუბლიკელსაც, რომ ამ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ თქვენს კანდიდატურას", - განაცხადა ჯო ბაიდენისადმი გავრცელებულ მიმართვაში ბერნი სანდერსმა.

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ტრამპი ერთი ვადის პრეზიდენტად იქცეს და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, იმისთვის, რომ ეს მოხდეს", — განაცხადა ბერნი სანდერსმა. 

სანდერსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენმა და განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა საკითზე მომუშავე ერთიან ჯგუფებს შექმნიან. "ვფიქრობ თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები რიგი საკითხების მიმართ, თუმცა ჩვენი შეხედულებები მსგავსი ბევრ სხვა საკითხზე. მე თქვენ დამჭირდებით", — განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ვერმონტის სენატორმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 8 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც პარტიის ერთადერთ კანდიდატად ჯო ბაიდენი რჩებოდა.

კომენტარები