მესმის, რომ დღეს ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის COVID 19-თან ბრძოლაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც. ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს - 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველვის პატივი უნდა მივაგოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო.
9 აპრილის ტრაგედია
გახარია 9 აპრილზე: ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც
tbl.ge/4mhk
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.
ამავე თემაზე
- კალაძე: უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო
- ოცნების მიერ რეალობის გამრუდების მცდელობა შემაშფოთებელია – გახარია საქართველოსთვის
- უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" – კობახიძე
- პაპუაშვილი: როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს
- ზურაბიშვილი: 9 აპრილი სასტიკი დარბევის დღეა, რუსები იყვნენ ის ჯარისკაცები, არა "უცხო ძალა"




