პრემიერმინისტრის იმ პირობებში, როცა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მთავარი ამოცანა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობაა.
"არის ახალი18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა", - თქვა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა. ინფორმაცია 10:10 საათზე განახლდა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი, გარდაცვლილია - 2;
კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386;
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.





