სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

სომხეთის არჩევნებზე აქტივობა 14:00 საათისთვის 33.84%-ია, 2021 წლის მონაცემზე 8%-ით მეტი

საპარლამენტო არჩევნებში სომხეთში
Jamnews

სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33.84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის 8%-ით მეტია. 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა 847 226-ს შეადგენდა.

ამის შესახებ სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლახან განაცხადა.

ცნობისთვის, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის აქტივობა 26.82%-ს შეადგენდა.

კომენტარები