პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ინფექციურში 4 მძიმე პაციენტი გვყავს, განსაკუთრებით მძიმეა ერთი ასაკოვანი ქალი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 მძიმე პაციენტი ჰყვათ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ერთი ასაკოვანი ქალის მდგომარეობა.

"ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ მივიღეთ და გარკვეულწილად მუდმივად პროგრესირება გვაქვს. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - თქვა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 14 პირი გამოჯანმრთელდა. 4505 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები