კორონავირუსი

ხოშტარია: დანაშაულია დუმილი ამაზე, საპატრიარქო ხელს უწყობს ხალხის დაავადებას

დღეს დანაშაულია დუმილი იმაზე, რომ ეკლესიაში ხდება ვირუსის მასიური გავრცელება. საპატრიარქო ხელს უწყობს ხალხის დაავადებას. მთავრობა რომ უსუსურია ეს არც ახალია ჩემთვის და მოწოდების აზრსაც ვეღარ ვხედავ. ძალიან მინდა ვცდებოდე და თუ აღასრულებენ საკუთარ გადაწყვეტილებას, (რასაც ეხლა არ შვებიან) ძალიან დავაფასებ.

ექიმებმა, ცალკეულმა სასულიერო პირებმა, ყველამ ვისაც შეუძლია ხალხს მოუწოდოს და აუხსნას რას ჩადიან. მკაფიოდ უნდა ითქვას რომ დღეს, უკვე გავრცელების ფაზაში, ამხელა შეკრება არის არამხოლოდ თვითდაზიანება, არამედ სიცოცხლის საფრთხის შექმნა ადამიანებისთვის

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშატარია facebook-ზე წერს. საქართველოს ეკლესია უარს ამბობს, როგორც ღვთისმსახურებათა შეჩერებაზე, ისე ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე. გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

კომენტარები