ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა კონცერტი გადადო და მსმენელს სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების გასამხნევებლად Pink-მა სიმღერა To make you feel my love შეასრულა და ინსტაგრამზე გააზიარა.
"უფასო კონცერტი და ფორტეპიანოს გაკვეთილები, მთელი გულით თქვენთვის, რომ ჩემი სიყვარული იგრძნოთ."