P!nk

PINK-მა 2020 წელს მუსიკისგან დასვენება დაანონსა

BBC.co.uk

Pink 2020 წელს მუსიკისგან დაისვენებს, ამის შესახებ მომღერალი Entertainment Weekly-ის ესაუბრა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს.

"ვილოუ სკოლაში ბრუნდება, ჯეიმსონი სკოლისთვის მოსამზადებელ პერიოდს იწყებს. ეს წელიწადი უმეტესად ოჯახის იქნება. კერისაც [ქმარი] ბევრი საქმე აქვს, ის მხარს ძალიან მიჭერს. ის დამყვება ყველგან მსოფლიოს გარშემო და ახლა მისი ჯერია", - თქვა მომღერალმა.

Pink და კერი ჰარტი ერთად 2001 წლის შემდეგ არიან. წყვილმა 2006 წელს იქორწინა და მათ ორი შვილი ყავთ - 2 წლის ჯეიმსონი და 8 წლის ვილოუ.

კომენტარები