საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.
"აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები", - წერია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.
24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება.