პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 47 ადამიანი. სამის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,729-მდე გაიზარდა. ვირუსით დაინფიცირებულია 128,883 პირი, ხოლო აქედან გამოჯანმრთელდა 68,654 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია, სადაც ვირუსით დღევანდელი, 12 მარტის მონაცემებით, 80,796 პირია დაავადებული, გარდაიცვალა 3,169 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი - 12,462 შემთხვევა იტალიაშია გამოვლინდა. ჩინეთს გარეთ, გარდაცვალების ყველაზე მეტი, 827 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.
რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 ადამიანი იმყოფება.
გუშინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. რას ნიშნავს პანდემია და იცვლება თუ არა რამე მისი გამოცხადებით, წაიკითხეთ აქ.





