ოლქების გადანაწილება

ბობოხიძე: შევხვდით "ოცნებას" და შევთანხმდით ოლქების გადანაწილებაზე, თბილისში 8 ოლქი იქნება

ევროპული საქართველოს წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ. 

"პრაქტიკულად შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა რეგიონზე და მათ შორის თბილისზეც და  მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში იქნება 8 საარჩევნო ოლქი," - ამბობს ბობოხიძე.

გუშინ ქართულმა ოცნებამ ოლქების გადანაწილების საკუთარი ვერსია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად უნდა გადანაწილებულიყო:

თბილისი - 7, აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1.

ოპოზიციის წარმომადგენლენისათვის ოლქების გადანაწილების ეს პრინციპი მიუღებელი იყო. ევროპული საქართველის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მაჟორიტარული ოლქები საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს. მან ქართულ ოცნებას ოპონენტებთან კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

კომენტარები