კორონავირუსი

კორონავირუსი - სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

Shutterstock

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

11 მარტის სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სწავლის 1 აპრილამდე გადადების შესახებ.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული. 

კომენტარები