კორონავირუსი

კალაძე კორონავირუსზე: მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, დეზინფექციის ხსნართა გამოყენება

უკვე რამდენიმე კვირაა, მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი. რა თქმა უნდა, არც საქართველო არის გამონაკლისი, თუმცა, მინდა დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. თქვენ იცით, რომ შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, სადაც არის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. 

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც, რიგით ადამიანებზე. უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე, არ არის აუცილებელი ადამიანებთან კომუნიკაციის დროს, შეხვედრის დროს, ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. აუცილებელია გამოვიყენოთ ხსნარები, რომელიც დეზინფექციისთვის არის მნიშვნელოვანი. არ უნდა მოგვერიდოს ამ ყველაფრის გამოყენება, რომელიც დაგვაზღვევს.  

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები