კორონავირუსი

იტალიაში დაღუპულთა რიცხვი 168-ით გაიზარდა და 631 გახდა, 24 საათში კიდევ 977 ადამიანი დაინფიცირდა

BBC

ბოლო 24 საათში იტალიაში კიდევ 168 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 631-ია. 10 მარტის მონაცემებით, ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 9 მარტს ახალი შემთხვევების რაოდენობა - 1797 იყო, ხოლო დაღუპულების - 97.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 10 149 შემთხვევა. აქედან 1004 გამოჯანმრთელდა. 733-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია Covid 19-ით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორეა, ჩინეთის შემდეგ.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა - ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამსახურის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.

მსოფლიოში ამ ეტაპისთვის ინფიცირების 117 959 შემთხვევაა აღრიცხული. 65 040 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები