საარჩევნო შეთანხმება

მარგველაშვილი შეთანხმებაზე: ქართული დემოკრატია დღეიდან უფრო ძლიერ საფუძველზე დგას

ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ თქვენი [ოპოზიციური პარტიების] ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობით, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში და მე ამ წუთას მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც დაიწყეს ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. 

მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომლებსაც ხალხი მათ მისცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ამით ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდა, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მადლობა გადაეხადა მიღწეული შეთანხმებისთვის.

კომენტარები