PRADA

რაფ სიმონსი PRADA-ს შემოქმედებით თანადირექტორად დაინიშნა

რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა.

რაფ სიმონსი Prada-ს შეუერთდა და ის იტალიური მოდის სახლის შემოქმედებით თანადირექტორად დაინიშნა.

ბელგიელი დიზაინერი მიუჩია პრადასთან ერთად გაიაზიარებს ყველა პასუხისმგებლობას და მონაწილეობას მიიღებს ქალისა და მამაკაცის კოლექციების შექმნაში.

Prada-სა და რაფ სიმონსის თანამშრომლობის შესახებ გუშინ, მილანში გახდა ცნობილი.

"მე ძალიან გახარებული ვარ ახალი ეტაპის დაწყებით, ეს იქნება საოცრად ამაღელვებელი. ჩვენ მოგვწონს ერთამენთი, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვნახავთ რას ვიზამთ", - თქვა მიუჩია პრადამ.

მიუჩია პრადას თქმით, სიმონსთან გაფორმებული კონტრაქტი "სამუდამოა, დასასრული არ აქვს".

"მოხარული ვარ გაცნობოთ Prada-სთან პარტნიორობის შესახებ, ბრენდთან, რომელიც მთელი ცხოვრებაა მაინტერესებს. მე არ ვხურავ ჩემს ბიზნესს, უბრაოდ ყოველთვის ვეძებ ახალ გამოწვევებს", - თქვა რაფ სიმონსმა.

მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის პირველ საერთო კოლექციას მილანის მოდის კვირეულზე, 2020 წლის სექტემბერს ვიხილავთ - დიზაინერები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას წარადგენენ.

კომენტარები