დიდი ბრიტანეთი

1988 წლის შემდეგ პირველად, მარტიდან ბრიტანეთში ლურჯი პასპორტები გამოვა

dailymail

32 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის მარტიდან ბრიტანეთში პირველი ლურჯი პასპორტები გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლურჯი ბრიტანული პასპორტები დიდ ბრიტანეთში პირველად 1921 წელს გამოვიდა. 1988 წლიდან კი დიდ ბრიტანეთში ევროპული საზოგადოების საერთო ფორმატით ბორდოსფერი პასპორტი გამოდიოდა.

"ლურჯი და ოქროსფერი დიზაინის პასპორტი, კიდევ ერთხელ, ჩვენ ეროვნულ იდენტობასთან გადაიჯაჭვება," - თქვა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

2020 წლის ზაფხულიდან ყველა ახალი ბრიტანული პასპორტი ლურჯი იქნება.

ახალი პასპორტი მეტად უსაფრთხოა, ის ასევე მოიცავს უახლეს და ყველაზე უსაფრთხო ბეჭდვისა და დიზაინის ტექნიკას.

გავრცელდა ფოტო, სადაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს თვითმფრინავში ახალი, ლურჯი ბრიტანული პასპორტი უკავია ხელში.

გასული წლის მარტიდან დიდი ბრიტანეთში ახალი ბორდოსფერი პასპორტები გამოვოდა, რაზეც ევროკავშირი აღარ იყო აღნიშნული.

ევროკავშირის 47-წლიანი წევრობის შემდეგ 2020 წლის 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.

ევროკავშირის ოფიციალურად დატოვებამდე ერთი საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, მოქალაქეებს მიმართა და ბრექსიტს "ახალი ეპოქის განთიადი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს ღამე არა დასასრული, არამედ დასაწყისია. 

31 იანვარს ბრექსიტის აღსანიშნად დაუნინგის ქუჩა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების სახალხო ზეიმი მოეწყო. 

ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. 

29 იანვარს ევროპარლამენტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

კომენტარები