ბავშვთა ბულინგი

ჰიუ ჯეკმანი და ჯეფრი დინ მორგანი ცხრა წლის ბულინგის მსხვერპლის ვიდეოს გამოეხმაურნენ

ცნობილი ადამიანები, მათ შორის ჰიუ ჯეკმანი და ჯეფრი დინ მორგანი 9 წლის ბულინგის მსხვერპლის ვიდეოს, რომელიც ბიჭის დედამ ინტერნეტში გაავრცელა, გამოეხმაურნენ და ბავშვს მხარი დაუჭირეს. 

დედის მიერ გაზიარებულ ვიდეოში პატარა ბიჭი ტირის და ამბობს "დანა მომეცი, რომ თავი მოვიკლა"

ჰიუ ჯეკმანმა და ჯეფრი დინ მორგანმა ბიჭის მხარდასაჭერად ვიდეოები ჩაწერეს და თავიანთ სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ვიდეოებში მსახიობები ბიჭს ამხნევებენ, ამბობენ რომ ისინი მისი მეგობრები არიან და მის გვერდით იქნებიან, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებენ რომ მეტი სიყვარული  გააზიარონ და არა ბოროტება. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ინტერნეტში ბიჭის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი, რომლის დახმარებითაც ადამიანები მას დისნეილენდში წასასვლელად ფულს უგროვებდნენ. ბიჭისა და მისი დედის დისნეილენდში გასამგზავრებლად  10 ათასი დოლარი იყო საჭირო, თუმცა მათ ანგარიშზე უკვე 70 ათასი დოლარი შეგროვდა. 

კომენტარები