ვანო მერაბიშვილის საქმე

გოცირიძე: მეტი კალაძე, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი ქართულ ოცნებას

მეტი კახა კალაძე ქართულ ოცნებას. რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება ოცნებაში, მით მეტად იქნება ქართული ოცნება არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული ოცნებიდან არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა-კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან

ინტერპრესნიუსის ცნობით, ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. თბილისის მერმა შს ყოფილი მინისტრის გათავისუფლებაზე თქვა, რომ "მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას".

კომენტარები