ლოს-ანჯელესი

ლოს-ანჯელესის ზოოპარკში, პირველად 20 წლის განმავლობაში, გორილა დაიბადა [video]

Instagram/@lazoo

ლოს-ანგელესის ზოოპარკში, პირველად 20 წლის განმავლობაში, გორილა დაიბადა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია ამბობს, მდედრი ახალშობილი ძუძუმწოვრისთვის სახელი ჯერჯერობით არ აურჩებვიათ.

"ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ლოს-ანჯელესის მოსახლეობას ექნება საშუალება მომსწრე გახდეს პატარა გორილას გაზრდის, ეს ისტორიული მოვლენაა", - ამბობს ქალაქის ზოოპარკის დირექტორი.

ლოს-ანჯელესის ზოოპარკში გორილა იანვრის შუა რიცხვებში დაიბადა. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ ინსტაგრამ გვერდზე დედისა და ნაშიერის ფოტოსა და ვიდეოს გამოქვეყნებით აცნობა ვიზიტორებს.

კომენტარები