რუსეთი

რუსეთში ვლადიმერ პუტინის ნდობის მაჩვენებელი მინიმალურ 35%-მდე შემცირდა

ვლადიმერ პუტინი
GETTY IMAGES

"ლევადა ცენტრის" საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის ნდობის მაჩვენებელი რუსეთის მოსახლეობაში 35%-მდე არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევებს შორის ყველაზე დაბალია.

შედარებისთვის 2017 წლის დეკემბერში მაჩვენებელი 60%-ს აღემატებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნდობის რეიტინგი თითქმის ორჯერ შემცირდა. ამავდროულად პუტინის საქმიანობას დადებითი შეფასების მაჩვენებელი კვლავაც სტაბილურია და 60-65%-ს შეადგენს.

სოციოლოგების აზრით, ესეთი სხვაობა იმით არის განპირობებული, რომ ნდობის მაჩვენებელი მოსახლეობაში ძირითადად საშინაო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება, ხოლო საქმიანობის შეფასება კი ძირითადად პუტინის საგარეო პოლიტიკას და რუსეთის პოზიციას საერთაშორისო არენაზე. 

გამოკითხვის მიხედვით, 19%-მდეა გაზრდილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნდობის მაჩვენებელი. ამ კვლევის ფარგლებში პირველად გაიზომა რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის ნდობის რეიტინგიც. მიშუსტინს რუსეთის მოსახლეობის 4% ენდობა. 

ადამიანების რიცხვი, რომლებიც არ ენდობიან არავის, ან უჭირთ პასუხის გაცემა 39%-ს შეადგენს. გასული წლის მაისში რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევით ცენტრის გამოკითხვის შედეგებით, პუტინის ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინუმამდე 31%-მდე იყო შემცირებული. 

ამის შემდეგ, ცენტრა გამოკითხვის მეთოდიკა შეცვალა, თუმცა ნდობის მაჩვენებლის შემცირება მაინც გაგრძელდა. ლევადა ცენტრის გამოკითხვა განსხვავებული მეთოდით ტარდება. უწყების ხელმძღვანელის, ლევ გუდკოვის თქმით, ნდობის რეიტინგის გაზომვისას არ ისმება დამატებითი კითხვები და არ არის შეთავაზებული ვარიანტები, ამიტომაც მაჩვენებელი გაცილებით უფრო მყარია და მოკლევადიანი ტენდენციების გავლენას არ ექვემდებარება.

კომენტარები