გიგი უგულავას საქმე

მარგველაშვილი: "ოცნება" აშშ-ის პირდაპირ ეუბნება - "თქვენი საქმე არ არის", მეტი რა ქნან?

წარმოიდგინეთ, ბრძანდებით სენატორი ან კონგრესმენი, რომელიც საქართველოს თემაზე მუშაობს და თქვენ კრიტიკა გამოთქვით, თბილისში ამ კრიტიკაზე თქვეს, რომ თქვენ მენტალობა გაქვთ შესაცვლელი და ახლა ჩამოვა X პოლიტიკური ფიგურა და იცი ნამდვილად, რომ ის X პოლიტიკური ფიგურა უბრალოდ შიკრიკია და თავისთავად პოლიტიკური ფიგურა არ არის, ეს შიკრიკი ჩამოდის თქვენთან და რაღაცას გესაუბრებათ...

ამ დროს იმ თემაზე, რომელზეც თქვენ გამოთქვით შეშფოთება, თბილისში სწორედ საპირისპირო რამ ხდება და ხდება ერთერთ ოპოზიციური ლიდერის დაკავება და ის სხვა აღძრული საქმეები გრძელდება და გრძელდება.

თქვენ როგორ იგრძნობდით თავს? ეს არ იქნებოდა თქვენთვის პირდაპირი გზავნილი, რომ არ არის რა თქვენი საქმე, საქართველოში ვის დააკავებენ, როგორ ჩატარდება არჩევნები, დემოკრატიული იქნება, არადემოკრატიული... თქვენი საქმე არ არის. გინდათ? ჩამოდით აქ და თქვით, რომ პარტნიორები ვართ. არ გინდათ? დაეტიეთ, აი, ეს არის გზავნილი, სხვა გზავნილი არ არის...

...ამათაც მეტი რა უნდა გააკეთონ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, მეტი რა უნდა გააკეთონ ახლა, ამერიკას ომს ხომ არ გამოუცხადებენ?

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, გიგი უგულავას დაპატიმრებაზე.

კომენტარები