სალვადორ დალი

სტოკჰოლმის გალერეადან სალვადორ დალის ათზე მეტი ნამუშევარი მოიპარეს

სტოკჰოლმში, Couleur გალერეაში მოწყობილი გამოფენის დროს ცნობილი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ნამუშევრები მოიპარეს. ქურდობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ინციდენტი სტოკჰოლმის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ იოსტერმალმის რაიონში მოხდა. 

გალერიის მფლობელის თქმით, პოლიცია შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს თუმცა ის ვარაუდობს რომ 10-12 ბრინჯაოს ქანდაკება და გრავიურაა მოპარული. მისივე თქმით, მათი ღირებულება 200 ათასიდან 500 ათასი შვედური კრონია

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა გალერეა მუქი ფერის ავტომობილით დატოვეს. ისინი ჯერ არ დაუკავებიათ. 

კომენტარები