კრისტოფერ ტოლკინი

ჯ. რ. რ. ტოლკინის შვილი, კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Twitter

ბეჭდების მბრძანებლის ავტორის, ჯ. რ. რ. ტოლკინის, შვილი კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია "ტოლკინის საზოგადოებაზე" დაყრდნობით ავრცელებს:

"კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტოლკინის საზოგადოება ღრმა სამძიმარს ვუთვლით ბეილის, საიმონს, ადამს, რეიჩელსა და ტოლკინის ოჯახის ყველა წევრს".

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. 

კრისტოფერი ჯ. რ. რ. ტოლკინის მესამე შვილი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი დაუსრულებელი ნამუშევრები დაასრულა და ის თავადაც იყო წიგნების ავტორი. ასევე, ის არედაქტირებდა ტოლკინის იმ წიგნებს, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. 

კრისტოფერ ტოლკინმა ასევე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის ცნობილი რუკები, რომლებიც 1950-იან წლებში, "ჰობიტის" წარმატების შემდეგ გამოცემულ წიგნების სერიას ამშვენებდა. 

ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ ნაშრომელს შორის, რომელიც კრისტოფერ ტოლკინმა დაარედაქტირა, სილმარილიონია, რომელიც 1977 წელს გამოიცა. 

კომენტარები