SpaceX

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა მთვარეზე გასაფრენად პარტნიორს ეძებს

იუსაკუ მაეზავა
Getty Images

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც SpaceX-ის პირველი მისიით მთვარეზე გამგზავრებას აპირებს პარტნიორს ეძებს.

44 წლის მაეზავას სურს იპოვოს ქალი, რომელიც მისი ცხოვრებისეული პარტნიორი გახდება და 2023 წელს მასთან ერთად მთვარეზე გაემგზავრება. ონლაინ განცხადებაში ის წერს, რომ ამ უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად გამორჩეულ ქალს ეძებს. მაეზავა ახლახანს დაშორდა მეგობარ გოგონას და მსურველებს სთხოვს განხადება ონლაინ გააკეთონ.

"მარტოობის და სიცარიელის გრძნობა მეუფლება და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: გავაგრძელო ერთი ქალის სიყვარული. მსურს ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო და მასთან ერთად ვიყვირო ჩვენი სიყვარული და მსოფლიო მშვიდობის შესახებ ღია კოსმოსში." წერს ის.

ვებ-გვერდზე ასევე არის ჩამოთვლილი პირობები და 3-თვიანი აპლიკაციის პროცესის განრიგი. პირობებში ნათქვამია, რომ კანდიდატი მარტოხელა უნდა იყოს, 20 წელზე მეტის, პოზიტიური და კოსმოსში წასვლის დაინტერესებული. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა 17 იანვარია. მაეზავა გადაწყვეყილებას მარტის ბოლოს გამოაცხადებს.

მისიის გაშვება 2023 წელს იგეგმება და ეს 1972 წლის ნასას აპოლო 17-ის მისიის შემდეგ მთვარეზე ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება. აქამდე მთვარეს 24 ადამიანი ეწვია, ყველა მათგანი ამერიკელია. ზოგიერთ მათგანს მთვარის ზედაპირზე ფეხი არ დაუდგამს. SpaceX-ის მისია მთვარეზე არ დაჯდება.

იუსაკუ მაეზავა ხელოვნების მოყვარულია და თქვა, რომ მასთან ერთად მთვარეზე გასაფრენად 6 ხელოვანს მიიწვევს, რომლებიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ამ მოგზაურობის თემაზე ნამუშევრებს შექმნიან.

SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმისაკენ, რომ ადამიანებმა მთვარეზე მოგზაურობა შეძლონ.

კომენტარები