როჯერ სკრუტონი

ბრიტანელი ფილოსოფოსი როჯერ სკრუტონი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, მწერალი და საჯარო ინტელექტუალი, როჯერ სკრუტონი.

გასული ხანების მანძილზე როჯერ სკრუტონი კონსერვატიული მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნე იყო.

სკრუტონის ნაშრომები ეხებოდა პოლიტიკის ფილოსოფიას, კულტურას, ესთეტიკას, არქიტექტურას, რელიგიასა და სექსუალობას. ჯამში მას 50-ზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი ამ სფეროების შესახებ. გარდაცვალებამდე ის ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი იყო არქიტექტურულ საკითხებში.

2016 წელს როჯერ სკრუტონი რაინდად აკურთხეს ფილოსოფიის, სწავლებისა და საჯარო განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში სკრუტონი სიმსივნეს ებრძოდა.

კომენტარები