როჯერ სკრუტონი

ფილოსოფოს როჯერ სკრუტონს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ღირსების მედალი გადასცეს

444.hu

ბრიტანელ პოლიტიკის ფილოსოფოსსა და მწერალს, როჯერ სკრუტონს, ლონდონში მდებარე უნგრეთის საელჩოში ღირსების მედალი გადასცეს.

მედალი სკრუტონს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, გადასცა. ჯილდო ფილოსოფოსს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და უნგრელი დისიდენტების დაცვისთვის გადაეცა. 


ფოტო: 444.hu

80-იან წლებში სკრუტონი აქტიურად იყო ჩართული ანტიკომუნისტურ კამპანიებში. მისი დახმარებით რკინის ფარდის მიღმა საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ჩეხოსლოვაკიაში მიწისქვეშა განათლების ქსელი დაარსდა, ის ადგილობრივ დისიდენტებსა და დასავლელ ინტელექტუალებს შორის კავშირის დამყარებას უწყობდა ხელს. ამისთვის სკრუტონი 1985 წელს ქალაქ ბრნოში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.

სკრუტონს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა, 1998 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის, მიერ გადაცემული ჩეხეთის რესპუბლიკის ღირსების მედალი. 

2019 წლის აგვისტოში როჯერ სკრუტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები