Netflix

ბრაზილიურმა სასამართლომ NETFLIX აიძულა გეი ქრისტეზე გადაღებული ფილმი წაეშალა

film

რიო-დე-ჟანეიროს სასამართლომ სტრიმინგ სერვისი NETFLIX აიძულა, ფილმი “The First Temptation of Christ,”ყველა სერვერიდან წაეშალა. ამ სურათში გეი იესო ქრისტე ფილმის მთავარი  პერსონაჟია. 

ფილმის შემქმნელების სამშობლოში - ბრაზილიაში ფილმის გამოსვლამ ათობით ადამიანი გარეთ გამოიყვანა, სტუდიაში მოლოტოვის კოქტეილებს აგდებდნენ, ხოლო კათოლიკური მოძრაობები განრისხდნენ და სურათს "უამრავი კათოლიკეს გრძნობების შეურაცხყოფას" უწოდებდნენ. 

სიუჟეტის მიხედვით, უდაბნოდან დაბრუნებულ იესოს მარიამი და იოსები აპირებენ, გაუმხილონ, რომ ღმერთის შვილია, თუმცა ქრისტე მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოდის რაც სიტუაციას ცოტათი ართულებს. 

სასამართლომ დაზარალებულების მხარი დაიჭირა და აღნიშნა, რომ "გამოხატვის თავისუფლება უსაზღვრო არ არის". კომპანია NETFLIX მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. 

კომენტარები