კრის ჰემსუორთი

კრის ჰემსუორთი ავსტრალიის ხანძართან ბრძოლის მხარდასაჭერად ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავს

pop culture

კრის ჰემსუორთმა განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ავსტრალიის ხანძრებთან ბრძოლის მხარდასაჭერად ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავენ. თანხა ისევე, როგორც ხანძართან ბრძოლას, ასევე ცეცხლისგან დაზარალებულ ოჯახებსა და ცხოველებს მოხმარდება.

მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც მოუწოდა თავის ფანებს  ერთად დაეხმარონ ავსტრალიას. 

წარმოშობით ავსტრალიელმა ჰემსუორთმა ინსტაგრამზე ბმულები გამოაქვეყნა, რომელთა დახმარებით შესაძლებელია საქველმოქმედო ორგანიზაციებში თანხის გადარიცხვა. 

"ყველა პენის მნიშვნელობა აქვს." თქვა მსახიობმა.

კომენტარები