გურჯაანი

გურჯაანში, სავარაუდოდ, გაზით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

სოფელ გურჯაანის პურის საცხობში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ამის შესახებ ტაბულას კლინიკის ახალი სიცოცხლე პრესსამსახურმა განუცხადა.

ამჟამად ორივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციაში იმყოფებიან და მართვით სუნთქვაზე არიან.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი სოფელ გურჯაანის პურის საცხობში დღეს დილით ნახეს.

კომენტარები