ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი: სასამართლოს მერე მარტო, ერთადგილიან საკანში ვიყავი

პირველი ოთხი დღე ვიყავით მესაზღვრეების კაპეზეზე, სამსაწოლიან ოთახში ვიყავით ოთხნი, ამიტომ გვიწევდა ორი ჩავდიოდით ქვევით, ალბათ კარცერი იყო ფანჯრის გარეშე - სამი დღე იქ ვიყავი. მერე ვიყავი იზოლატორში ორი დღე და სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების განყოფილებაში, მარტო, ერთადგილიანში ვიყავი, მარტო გამოვყავდით სასეირნოდ. პირველივე დღიდან ჩემდამი და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ დამოკიდებულება იყო ნორმალური, სამწუხაროდ მე გამოცდილება არ მაქვს სხვა დაკავების ადგილებში რა ხდება, არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა ან ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახავს. თვითონ ადგილობრივებისგან, დაცვის თანამშრომლები იყვნენ თუ ვინც იყვნენ, არავითარი ან აგრესია, ან ცუდი დამოკიდებულება, პირიქით ჩემთა ერთად თავიდანვე ორი იყო ნაცემი და ისინიც აღშფოთებულები იყვნენ, რომ ესენი რუსი მესაზღვრეების მიერ იყვნენ ნაცემები. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგს მართავს. დღეს, 28 დეკემბერს საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს.

კომენტარები