ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი 20:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგს გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, ვაჟა გაფრინდაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგს გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას ექიმის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბრიფინგი ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გათავისუფლდა. ის ოკუპანტებს 45 დღის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები