ვაჟა გაფრინდაშვილი

აშშ-ის საელჩო: მივესალმებით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა:

"მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას".

აშშ-ის საელჩომ ცხინვალის მარიონეტულ მთავრობას და რუსეთს არაერთხელ მოუწოდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაეთავისუფლებინათ.

საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები