ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ

რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუი. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. რას ვეტყოდი იცი? მე გადმოვედი იმისთვის, რომ მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი - ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული...

მე ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება და ფურთხება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი დაამცირო, მტერიც შეიძლება ღირსეული აღმოჩნდეს [...] თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, გამოუშვებდნენ.

ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელიც 9 ნოემრიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერაა დატყვევებული.

კომენტარები