სამთავრობო პროპაგანდა

მაჭარაშვილი: facebook-ის ადმინისტრაცია პერიოდულად აუქმებს გვერდებს, მათ შორის აშშ-შიც

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ფეისბუქის მიერ წაშლი ანგარიშებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ფეისბუქის ადმინისტრაცია პერიოდულად აუქმებს გვერდებს, მათ შორის აშშ-იც.

"მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც დაკავებული არიან ყველაფრით, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში გავიდნენ და თავიანთი პლატფორმა და პოლიტიკა შესთავაზონ. უკვე მოახლოვებულია არჩევნები. 10 თვეც აღარ დარჩა რეალურად. ნაცვლად ამისა, ისინი დაკავებულები არიან ყველაფრით, იქ ფეისბუქზე რაღაცა გაუქმდა, მათ შორის აშშ-იც. თქვენ იცით, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციას ეს აქვს წესად რომ პერიოდულად აკეთებს კვლევებს, გადამოწმებებს და ა.შ. ეს მარტო საქართველოში არ მომხდარა"- ამბობს დეპუტატი. 

მაჭარაშვილის თქმით, ის რომ სახელმწიფო ტროლ- გვერდებს აფინანსებს, ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია, "ოპონენტებს ახალი ფანტაზიის შესაძლებლობა გამოუჩნდათ და მიყვებიან ამას". დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოების პრიორიტეტულ ინტერესებში არ არის, თუ რამდენი ტროლი და გვერდი გააუქმეს. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები