ჩვენ საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ. რაც მოხდა ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ გვინდა ყველა მხარე დასხდეს მაგიდასთან და მოლაპარაკებები განაგრძონ. ვისურვებდი, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების შესახებ გაცემული დაპირება, შესრულდეს. ადამიანებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა ყველამ თავი უნდა შეიკავოს ძალადობისგან და დაიწყოს საუბარი.
საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ საქართველოს მომავალში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და ჩვენ [მოვლენებს] დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველ ხალხს მისცეს დაპირება, და გულწრფელად მსურს ვიხილო, რომ პარლამენტმა შეასრულოს ეს დაპირება... მე მესმის თუ რატომაა ქართველი ხალხი გაბრაზებული. ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, და იპოვოს გამოსავალი და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ფუჭი საუბრით.