ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონის ფეხსაცმელი, რომელიც გადასახლებაში ეცვა 117 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი იმპერატორის, ნაპოლეონის ფეხსაცმელები, რომელიც მეორე გადასახლების დროს წმინდა ელენას კუნძულზე ეცვა აუქციონზე 117 ათას ევროდ გაიყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ, აუქციონის ფრანგულმა სახლმა Drouot-მა გაავრცელა.

ნაპოლეონის ფეხსაცმელების საწყისი ფასი აუქციონზე 50 ათასი ევრო იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ფასი გაორმაგდა. აუქციონების სახლის ცნობით, აღნიშნულ ფეხსაცმელებს ნაპოლეონი, მისი მეორე გადასახლებისას, წმინდა ელენას კუნძულზე ყოფნის დროს ატარებდა. 

როგორც ცნობილია, ნაპოლეონის სიკვდილის შემდეგ, ფეხსაცმელები მოქანდაკე კარლო მაროჩეტის ხელში აღმოჩნდა. იმ დროისთვის მაროჩეტი ნაპოლეონ ბონაპარტის ქანდაკებაზე მუშაობდა. 

მოგვიანებით, ეს ფეხსაცმელები მაროჩეტიმ  იმ დროინდელ სენატორს პოლ ლე რუს აჩუქა. სწორედ ლე რუს ოჯახს ეკუთვნოდა ფეხსაცმელი ამ დრომდე. აუქციონების სახლი მყიდველის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს. 

 

კომენტარები