ალბანეთი

ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 650

AP

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც, ამ დროის მონაცემებით, 24 ადამიანის სიცხოხლე იმსხვერპლა, ხოლო 650 დაშავდა.

მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ევროპის რამდენიმე ქვეყანაც ჩაერთო.

ეპიცენტრი დედაქალაქიდან 34 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრა საგრძნობი იყო იტალიის და სერბეთის რამდენიმე რეგიონშიც. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, მათ შორის ერთერთი 5.3 მაგნიტუდის.

კომენტარები