Rick and Morty

ილონ მასკი ანიმაციურ სერიალში Rick and Morty გამოჩნდა

კომპანიის Tesla თავი, ილონ მასკი, სერიალის Rick and Morty სტუმარი გახდა. მას ილონ ტასკი დაარქვეს, ხოლო მის კომპანიას - Tuskla. მთავარი გმირები მას მიმართავენ და ძარცვაში დახმარებას სთხოვენ.

აღმოჩნდა, რომ ილონ მასკმა წინასწარ მიგვანიშნა მის სერიალში გამოჩენაზე, როდესაც Twitter-ში სახელი ილონ ტასკზე შეიცვალა. 

სერიალის Rick and Morty  სიუჟეტი მეცნიერი რიკისა და მისი შვილიშვილი მორტის თავგადასავლებებზე მოგვითხრობს. მეოთხე სეზონში მთავარი გმირები ძველ პერსონაჟებსაც შეხვდებიან.

ახალი სეზონი Adult Swim-ზე 10 ნოემბერს გამოვა. 

კომენტარები