პროპორციული საარჩევნო სისტემა

უილსონი პროპორციულზე: პარლამენტის უკან დახევა ახალ კრიზისს პროვოცირებს

ამ ზაფხულს საქართველომ პროპორციულ არჩევნებზე თანხმობით მოახერხა, კრიზისი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით უპირატესობად გადაექცია. პარლამენტის უკან დახევა ახალ კრიზისს პროვოცირებს. 

შეთანხმებული წესებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობის შესრულება სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის გადამწყვეტი მნიშნველობისაა

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა, ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამით მმართველმა გუნდმა ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა.

კომენტარები