აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ტაბულა

ოპოზიციური პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

კანცელარიასთან მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. მონაწილეები, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები, ცდილობდნენ კარისთვის ბოქლომის დადებას, რა დროსაც სამართალდამცველებთან მცირე დაპირისპირება მოხდა. 

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც თქვა, რომ აქციის მონაწილეებს ფორმალურად ბოქლომის დადება იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ, სადაც ის კარების გაღებას ხელს არ შეუშლის. 

დემონსტრანტებმა, პოლიციასთან შეთანხმებით ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი მაინც დაადეს. 

კომენტარები