აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის სხდომის დასრულების პარალელურად ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

ტაბულა / ეროვნული ბანკი

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხდომის დასრულების პარალელურად აქცია "მაინც დაგაბოქლომებთ" მიმდინარეობს. 

აქციის წევრები, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები, გეგმავენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის კარს ბოქლომი დაადონ. 

პარალელურად, ადმინისტრაციასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ შესასვლელ კართან კორდონი აქვთ გაკეთებული. 

გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა ბოქლომი პროკურატურის კარს დაადეს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, სახელმწიფო უწყების ყველა კარი დაბოქლომდება მანამ, სანამ არ მიაღწევენ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს.

კომენტარები