NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საპროტესტო აქცია რუსთაველზე

"ყველა მინუს ერთი"- ხვალ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათი, 16 ნოემბერი, 2019 - 22:24
ტაბულა
tbl.ge/46v0
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

"ყველა მინუს ერთი, ბიძინა უნდა წავიდეს"- ხვალ, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია დაჯდა საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდა მატყუარა რეჟიმს. რეჟიმს - ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრას. პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ",-წერია აქციის აღწერაში.

მესამე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. გზის სავალი ნაწილი აქტივისტებმა 14 ნოემბერს გადაკეტეს. ადგილზე კარვებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს რუსთაველის გამზირზე ათევს. ტერიტორიაზე დამატებითი კარვები უკვე გაშალეს. მონაწილეებმა პარლამენტის წინ გასათბობად კასრები და შეშა მიიტანეს.

მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა, რომელიც ე.წ გერმანული მეთოდით გაიმართება.  

საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს ხმა მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

პროპორციული საარჩევნო სისტემასაპროტესტო აქცია რუსთაველზებიძინა ივანიშვილიმოძრაობა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 18:38საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება, აქტივისტები მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ
  • ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2019 - 20:09მარგველაშვილი: არ გინდათ ენმ? მოდით აქციაზე, პროტესტი პროპორციული არჩევნებისთვისაა
  • ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019 - 00:55ბერძენიშვილი: ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ
  • ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019 - 00:47ბერძენიშვილი: ჩვენ უმცირესობების ქვეყანა, ევროპული ერი ვართ, არ გვეშინია ტაბუების

კომენტარები

ბოლო სიახლეები

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:21

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:02

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 19:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)

რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 19:39

რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 18:10

უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5"ძალიან სერიოზული სამიზნე გვაქვს, კონკრეტული კოორდინატებით" – ლუკაშენკოს მუქარა უკრაინას

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში