საპროტესტო აქცია რუსთაველზე

ბერძენიშვილი: ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ

ისეთი უკადრებელი აკადრა ქართველ ერს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ მას ამას არ ვაპატიებთ. სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის მან გულანთებული ქართველები, ქართველები პოლიტპატიმრებად აქცია. თავისუფლება ბესიკ თამლიანს, თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში პოლიტპატიმრები გვყავს. სირცხვილია, ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ეს მაინც დავიმსახურეთ და მოვიპოვეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში პატიმრები და ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს.

არა მხოლოდ 20 ივნისს აკადრა მან უკადრებელი ქართველ ერს, კიდევ უარესი ჩაიდინა მან. არავის, არც ერთ მის წინამორბედს არ გასვლია ამდენი, არ უკადრებია, რაც აქ, ამ დარბაზში შეპირებული პროპორციული სისტემა უკან წაიღო. ფლიდი ივანიშვილი, ფლიდი ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ.

ორი ათეული წლის განმავლობაში მომიწია საუბარი იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს შევარდნაძის გარეშე, აბაშიძის გარეშე. ახლა საქართველო უნდა იყოს და იქნება ივანიშვილის გარეშეც. "გადამგდები გადავაგდოთ". როგორ უნდა გადავაგდოთ? როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩევნებით. ეს არის გზა.

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები