აშშ-ეგვიპტე

რუსული Su-35-ების შეძენის შემთხვევაში აშშ-მა ეგვიპტეს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს 

Wikicommons

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ რუსული Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დააკისრებდა. ეგვიპტე რუსეთისგან 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოცი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავი შეძენას განიხილავს.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი მუჰამედ აჰმედ ზაკი გააფრთხილეს, რომ ქაიროს Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების ხელშეკრულებას შესაძლოა სანქციები მოჰყვეს.

"შეიარაღების ახალი შეთანხმება ეგვიპტესთან აშშ-ის მომავალ თავდაცვით ტრანზაქციებს და უსაფრთხოების საკითხში დახმარებას, სულ მცირე, გაართულებს," - გამოცემა პომპეოსა და ესპერის ციტატებზე დაყრდნობით წერს.

ამას გარდა, პენტაგონის წარმომადგენლებმა ეგვიპტის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მუჰამედ აბასი რუსეთთან ხელშეკრულების დადების შედეგებზე გააფრთხილეს. 

აშშ ეგვიპტეს ყოველწლიურად 1.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებით ეხმარება.

რუსეთი ეგვიპტისთვის სამხედრო შეიარაღების ერთერთი ყველაზე მთავარი მომმარაგებელი გახდა. რუსეთი 2020-2021 წლიდან რუსეთი აპირებს, რომ ეგვიპტეს Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების მიჰყიდოს.

ეგვიპტის გარდა, რუსეთი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო შესყიდვის თაობაზე თურქეთთანაც მართავს მოლაპარაკებებს. აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

ტრამპმა ჩინეთის სამხედრო ძალებს ათი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.

კომენტარები