ეკლესია პრევალირებს ძალიან სახიფათო გზას. გუშინ პეტრე [ცაავა] გამოდიოდა. მისი განცხადებები და მაგალითად, ქუთაისში დანიშნული ახალი მღვდელმთავრის განცხადებები ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ.
არ ვეხები იმ თემებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია, მაგრამ ეკლესიის გადასაწყვეტია. მაგალითად, ჩემთვის აბსოლუტურად ფასეულობებით მიუღებელია პოზიცია, რომ თურმე კათოლიკე და მართლმადიდებელი თუ დაქორწინდებიან, ჯვარი არ უნდა დაწერონ. ჩემთვის კი მიუღებელია, როგორც მოქალაქისთვის, მაგრამ ეს ეკლესიის გადასაწყვეტია, მათი თავისუფლების ნაწილია, ოღონდ როგორც წესი, ეგ პოზიციები კავშირშია ხოლმე საჯარო თემებთან