ამერიკული გამოცემა Forbes აქვეყნებს იმ გარდაცვლილი ადამიანების სიას, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს.
სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- მაიკლ ჯექსონი - $400 მილიონი
- ელვის პრესლი - $40 მილიონი
- არნოლდ პალმერი - $35 მილიონი
- ჩარლზ შულცი - $34 მილიონი
- ბობ მარლი - $23 მილიონი
- დოქტორ სიუზი - $16 მილიონი
- ჰიუ ჰეფნერი - $15 მილიონი
- მერლინ მონრო - $14 მილიონი
- პრინსი - $13 მილიონი
- ჯონ ლენონი - $12 მილიონი
მაიკლ ჯექსონი მაღალი შემოსავალი Sony-სთან გაფორმებულ 287 მილიონ დოლარიან კონტრაქტს უკავშირდება. ჯექსონის ყოფილ სიმამარის, ელვის პრესლის კი წელიწადში მილიონი ალბომი ეყიდება. ამას გარდა, მის შემოსავალს უზრუნველყოფს ტურები მის მამულში, გრეისლენდში.